თაფლის კვლევა ევროდირექტივების შესაბამისად მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტო ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესრულებას აგრძელებს. ევროდირექტივების მიხედვით, თაფლში გარკვეული ნივთიერებებისა და ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენის კვლევა ეროვნული გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. უცხოეთის ლაბორატორიაში ჩატარებული შემოწმება ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვნად იკლო დარღვევების რაოდენობამ. 2013 წლიდან დღემდე გაწეული მუშაობის შედეგად, ევროკომისიამ აღიარა საქართველოს მიერ წარმოდგენილი მონიტორინგის გეგმა და საქართველო შეტანილი იქნა იმ ქვეყნების ჩამონათვალში (The Annex to Commission Decision 2011/163/EU), რომელთაც უფლება აქვთ, განახორციელონ თაფლის იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებში.

ევროდირექტივების შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2013 წლიდან დღემდე, თაფლის 369 ნიმუშია გამოკვლეული, მათ შორის დარღვევა 82 ნიმუშში (22%) გამოვლინდა. 2016 წელს თაფლის საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებების აქტუალურობის გათვალისწინებით, დამატებით 18 ნიმუშის აღება ლაბორატორიული კვლევისთვის განხორციელდა. დარღვევა მხოლოდ 3 ნიმუშში გამოვლინდა.

აღსანიშნავია ბოლო ოთხი წლის მანძილზე თაფლის ცხოველური წარმოშობის სურსათში ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების კვლევის შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობების პროცენტული კლება, რაც დადებითად შეფასდა ევროკომისიის მიერ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები