პროკურორი: დეკანოზი გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძეს და სხვა ჟურნალისტებს ცილისმწამებლურ სტატიებს უკვეთავდა

„შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძეს და სხვა ჟურნალისტებს ცილისმწამებლურ სტატიებს უკვეთავდა“, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს მოწმე შორენა თეთრუაშვილის დაკითხვის შემდეგ განუცხადა.
დღევანდელ პროცესზე შორენა თეთრუაშვილი მოწმის სახით დაიკითხა, მან სასამართლოს შენობა უკვე დატოვა.
“შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძე უკვეთავდა სხვადასხვა ცილისმწამებლურ სტატიებს, რომელიც იყო უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და მიზნად ისახავდა სასულიერო პირების დისკრედიტაციას. უკვეთავდა სხვადასხვა პირებს, მათ შორის იყო ირაკლი მამალაძე და ირაკლი მამალაძის გარდა, იყვნენ სხვა ჟურნალისტები, რომლებიც ავრცელებდნენ ცილისმწამებლურ სტატიებს”,- განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები