ე.წ ციანიდის საქმის პროკურორი: შორენა თეთრუაშვილს ბრალდებულისთვის ციანიდი და გველის შხამი არ უთხოვია

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილის სასამართლოზე დაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ შორენა თეთრუაშვილს ბრალდებულისთვის ციანიდი და გველის შხამი არ უთხოვია.
მისი თქმით, შორენა თეთრუაშვილი დეკანოზისთვის კარიერული წინსვლისთვის დამაბრკოლებელი გარემოება იყო.
“დადასტურდა, რომ ბრალდებული იტყუებოდა. დადასტურდა, რომ გველის შხამი და ციანიდი თეთრუაშვილს არ მოუთხოვია. მან ასევე ცილისწამებლურ სტატიებზე ისაუბრა, რომლის დამკვეთი იყო ბრალდებული, “- აღნიშნა ზვიად გუბელაძემ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ ციანიდის საქმეზე დაზარალებული შორენა თეთრუაშვილი დაიკითხა. მან სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
შორენა თეთრუაშვილის დაკითხვა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები