პროკურორი: დეკანოზი გიორგი მამალაძე სხვადასხვა შპს-ში მამაოდ იყო ​გაფორმებული

“მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებული შპს-ს მამაოდ იყო გაფორმებული, იღებდა ხელფასს და საახალწლო პრემიებს”, – ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა.
პროკურორის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ განეხორციელებინა სასულიერო მოღვაწეობა, ის დაკავებული იყო ანგარებით და უსაფუძვლო გამდიდრებით.
“მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებული შპს-ს მამაოდ იყო გაფორმებული, იღებდა ხელფასს და საახალწლო პრემიებს. ნაცვლად იმისა, რომ განეხორციელებინა სასულიერო მოღვაწეობა, ის დაკავებული იყო ანგარებით და უსაფუძვლო გამდიდრებით. დაუსვით შეკითხვა დაცვის მხარეს, რას აკეთებდა ის აღნიშნულ შპს-ში, რატომ იღებდა ხელფასს და პრემიებს, რას ნიშნავს შპს-ს მამაო და ზოგადად, არსებობს თუ არა ასეთი ტერმინი”, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები