ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით დევნოზაშვილის დაკითხვის გამო, პროცესი დაიხურა

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებულის, კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით დევნოზაშვილის დაკითხვის გამო, სასამართლო პროცესი დაიხურა. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რათა ბრალდებულის დაკითხვა დახურულ რეჟიმში წარმართულიყო. ადვოკატის განცხადებით, ჩვენების მიცემისას, დავით დევნოზაშვილი საიდუმლო ინფორმაციის მატარებელ დეტალებზე, მათ შორის ოპერატიულ საკითხებზე ისაუბრებს.
თუმცა, სახელმწიფო ბრალდება დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც პროკურორმა ემზარ გაგნიძემ აღნიშნა, ბრალდებულის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება არავითარ საიდუმლო ინფორმაციას არ შეიცავს და გაუგებარია, რა დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას აპირებს ის სასამართლოსთვის.
სახელმწიფო ბრალდების რეპლიკას თავად ბრალდებულმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ის მზადყოფნას გამოთქვამდა თანამშრომლობისთვის და პროკურატურას შესთავაზა, დამატებით დაეკითხა, რათა დამატებითი ინფორმაცია მიეწოდებინა გამოძიებისთვის. საბოლოოდ, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებული სასამართლოს ჩვენებას დახურულ რეჟიმში აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები