ვიქტორ დოლიძე ოკუპაციაზე: არასდროს მომხდარა ისეთი სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, როგორც – ახალი ხელისუფლების პირობებში

მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე არასამართლიანად მიიჩნევს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლების მიერ გადადგმულ სწორ ნაბიჯებზე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებული დოკუმენტებიც მიუთითებს.
“არასამართლიანია ეს კრიტიკა. არასდროს, ოკუპაციის შემდეგ, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ 2008 წელს, არ გადადგმულა ისეთი სერიოზული ნაბიჯები, როგორიც გადაიდგა ახალი ხელისუფლების პირობებში. ამაზე მეტყველებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებული დოკუმენტებიც. აქედან გამომდინარე, კრიტიკა მიუღებელი და უსამართლოა. ჩვენ უნდა ვიყოთ შედეგებზე ორიენტირებული. ვდგამთ ნაბიჯებს, რომელსაც შედეგები მოჰყვება. ვერ მივიღებ იმ ხალხის კრიტიკას, ვინც საქმე მხოლოდ და მხოლოდ გააფუჭა”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
რაც შეეხება კარასინი-აბაშიძის ფორმატს, აღნიშნულის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ფორმატი განსაკუთრებული შედეგების მატარებელი არ არის, თუმცა კარგია, რომ არსებობს.
“კარასინი-აბაშიძის ფორმატი განსაკუთრებული შედეგების მატარებელი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანი ფორმატია, სულ მცირე, იმისთვის, რომ დიალოგი შენარჩუნდეს და იყოს საუბარი ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ვაჭრობა, ეკონომიკა, ჰუმანიტარული თემები. უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ არის ჟენევის ფორმატი. განსაკუთრებულ შედეგებს ამ ფორმატიდან არ ველოდებით, გარდა იმ თემებისა, რომლებიც ჩამოვთვალეთ. თუმცა კარგია, რომ ეს ფორმატი არსებობს და ამაზე საუბრობს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაც”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები