თბილისში, სარეცხი საშუალებების გამყალბებლები გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა საწარმო, სადაც ხდებოდა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის წარმოება.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთ საწარმოში, სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით, ხდებოდა სარეცხი საშუალებების – ,,белизна,“ ,,белизна золушка,“ ,,белизна отбеливатель“ და „KPOT” – ის დამზადება.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეცხი საშუალებების დასამზადებლად განკუთვნილი დიდი ოდენობით ქიმიური ნივთიერებები, ეტიკეტები და ბოთლები, ასევე, სარეალიზაციოდ გამზადებული 408 ცალი – 1-ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული სარეცხი საშუალება ,,белизна“ და 239 ცალი – 0,5-ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული სარეცხი საშუალება “KPOT”-ი.
გამოძიება  სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196 – ე მუხლის პირველი ნაწილით და 197 – ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, 1-დან 3 წლამდე  ვადით თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები