თბილისი-მარნეულის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისი-მარნეულის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 45 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა.
შემთხვევა სოფელ კოდასთან მოხდა.
ქვეითად მოსიარულე მამაკაცს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მამაკაცი მიღებული ტრავმების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა,რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).
მათივე ცნობით, მძღოლის ვინაობა დადგენილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები