ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება დასრულდა (ფოტოკოლაჟი)

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე I ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დანაყოფებმა 3-თვიანი მომზადება დაასრულეს. საარტილერიო სწავლების მიზანს სამხედრო მოსამსახურეთა გადამზადება, მათი უნარ-ჩვევების დახვეწა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება წარმოადგენდა. საარტილერიო სწავლება 3 აპრილს დაიწყო და ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე, სამხედროებმა თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოები საბრძოლო სროლების გარეშე შეასრულეს. დასკვნით ეტაპზე კი საბრძოლო სროლები 120, 82 და 60- მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებიდან განხორციელდა. დასკვნით სწავლებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი ზაქარია კალანდაძე, I ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე, I საარტილერიო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზურაბ თაბუკაშვილი და IV მექანიზებული ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი ზურა ხვიჩია დაესწრნენ.
















კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები