გიორგი მღებრიშვილი ესტონეთში ევროკავშირის 7 წევრი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდება (ვიდეო)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ესტონეთში გაემგზავრა. გიორგი მღებრიშვილი ტალინში, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
მინისტერიალზე სამართალდაცვით სფეროში განხორციელებული რეფორმების, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მიგრაციისა და საზღვრის მართვის საკითხებს განიხილავენ.
ტალინში ოფიციალური ვიზიტის დროს, გიორგი მღებრიშვილი პირისპირ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის 7 წევრი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები