კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს

საბურთალოს რაიონში, როსტევანის ქუჩა N8-სთან, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 1400 მმ-იანი მაგისტრალური ქსელი დაზიანდა.
ადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფები და დაზიანების აღმოსაფხვრელად, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ქსელის დაზიანებული მონაკვეთი, ბეტონის საფარის ქვეშ გადის და სამუშაოები უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით განხორციელდება.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შესაქმნელად, ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ღამით ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 27 ივნისს, საღამოს 22:00 საათიდან, ხვალ, 28 ივნისის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში:
სოფელი დიღმის ნაწილს
ვაკის რაიონში:
კეკელიძის, მცხეთის და მიმდებარე ქუჩებს, წყნეთის გზატკეცილს, ვაჟა-ფშაველას გამზირის და ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს.
დაბა კოჯორს, წყნეთს და მიმდებარე დასახლებებს.
მთაწმინდის რაიონში:
მთაწმინდის, ჭონქაძის, გერგეთის, და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და აცხადებს, რომ შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები