უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი მეხუთე მოდულით გრძელდება

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსის მეხუთე მოდული კეთილსინდისიერების ამაღლებასა და კორუფციის რისკების შემცირების თემას დაეთმო.
სემინარის მიზანს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში არსებული კორუფციული რისკებისა და მათი პრევენციის მექანიზმების გაცნობა, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ანტიკორუფციული ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
სამი დღის განმავლობაში მსმენელები თავდაცვის უწყებაში შიდა კონტროლის სისტემას, სამხედრო ოპერაციების დროს კორუფციის საკითხსა და ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამას განიხილავენ.
სემინარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი დავით გუნაშვილი უძღვება. ანტიკორუფციულ თემებზე იუსტიციის სამინისტროს ანტიკორუფციული საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ისაუბრებენ.
უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამაა, რომელსაც DIB უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს. კურსი ორი თვე გრძელდება და სალექციო კვირეულებს, ტრენინგ-მოდულებს, პრაქტიკულ მოდულებსა და დისტანციური სწავლების მოდულებს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები