აშშ-ის პრეზიდენტმა ქართველ კადეტს სანაპირო დაცვის აკადემიის დიპლომი გადასცა (ფოტოკოლაჟი)

ქართველმა კადეტმა, ელდარ საგანელიძემ აშშ-ში, კონექტიკუტის შტატში მდებარე სანაპირო დაცვის აკადემიის 200-კვირიანი კურსი წარმატებით დაასრულა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოსაშვებ ცერემონიალს აშშ-ის პრეზიდენტი დაესწრო და 194 კურსდამთავრებულთან ერთად, ქართველ კადეტს უმაღლესი სამხედრო აკადემიის დიპლომი პირადად გადასცა.
რიგითი ელდარ საგანელიძე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელად 2013 წლიდან ირიცხება. აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, მას ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭება და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპეციალიზაციით იმსახურებს.

„თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ და იცით, თქვენი ცხოვრება მომავალში როგორ წარმართოთ. სანაპირო დაცვის სამხედროებს განსაკუთრებული როლი და ფუნქცია აქვთ არა მარტო შეიარაღებულ ძალებში, არამედ ზოგადად, ქვეყნისთვისაც. თქვენ მოგიწევთ განსხვავებული როლების შესრულება – ზოგიერთი თქვენგანი სხვა ქვეყნებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად განაგრძობს მუშაობას. ვამაყობ, რომ წილად მხვდა პატივი, ვიყო თქვენი მთავარსარდალი“, – ამ სიტყვებით მიმართა ამერიკის პრეზიდენტმა სანაპირო დაცვის აკადემიის 2017 წლის კურსდამთავრებულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები