„წვევამდელთა სისტემის განახლებასთან დაკავშირებით, წლის განმავლობაში, თქვენ სრულიად ახალ სისტემას იხილავთ“

გაწვევასთან და ზოგადად, წვევამდელის ინსტიტუტთან დაკავშირებით, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად, ინტენსიურად ვმუშაობთ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განუცხადა, რითაც ის NDI-ის კვლევას გამოეხმაურა.
”გაწვევასთან და ზოგადად, წვევამდელის ინსტიტუტთან დაკავშირებით, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად, ინტენსიურად ვმუშაობთ. ზოგადად, წვევამდელთა სისტემის განახლებასთან დაკავშირებით, წლის განმავლობაში, თქვენ სრულიად ახალ სისტემას იხილავთ. თავდაცვის უწყებამ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ სრულიად ახალი სისტემა აგვემოქმედებინა, თუმცა ეს არის საერთო პრობლემა, გლობალური სახელმწიფოებივი მიდგომის საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი მხრიდან, როგორც უწყება, კანონმდებელთან და სხვა უწყებებთან ერთად, აქტიურად ვიქნებით ჩართული, სხვა კონკრეტული დეტალების დაზუსტების თვალსაზრისით”, – განაცხადა ლევან იზორიამ. ​
​NDI-ის გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური სავალდებულო მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს, 18% მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური კაცებისთვისაც და ქალქებისთვისაც უნდა იყოს სავალდებულო, 16% კი აცხადებს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური სავალდებულო საერთოდ არ უნდა იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები