კიბერუსაფრთხოების ბიუროს თავდაცვის ატაშეები ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები ესტუმრნენ.
ატაშეებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, როდიონ ქორჩილავამ უმასპინძლა, ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
ბიუროს ხელმძღვანელობამ უცხოელ სტუმრებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დაარსების, მიზნების, ამოცანებისა და სტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სტუმრებს კიბერშეტევის პრაქტიკული მაგალითიც წარედგინა.
ბიუროს დირექტორმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს ერთ-ერთ პრიორიტეტად ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება დაასახელეს. მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
სამხედრო ატაშეების ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა წლიური გეგმის ფარგლებში გაიმართა.
სამხედრო ატაშეების ასოციაცია საქართველოში აკრედიტებულ და არარეზიდენტ 35 დიპლომატს აერთიანებს. თავდაცვის ატაშეების გაერთიანების მიზანია, პირველი წყაროებიდან მიიღოს ინფორმაცია და საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ საკუთარი ქვეყნის სამხედრო უწყების ხელმძღვანელობას გადამოწმებული და სარწმუნო ინფორმაცია მიაწოდოს. სამხედრო ატაშეები საქართველოს სამხედრო უწყებასთან ორმხრივი სამხედრო გეგმის ფარგლებში თანამშრომლობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები