ქართველ და ბრიტანელ სამხედროებს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების ქვეითთა მომზადების ცენტრის პირველი საწვრთნელი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების რაგბის გუნდი იმყოფება.
მეგობრული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ბრიტანეთის სამხედრო სარაგბო ნაკრებ გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრა ბათუმში, სარაგბო სტადიონზე ჩატარდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გუნდმა ბრიტანელები დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 22-10 დაამარცხა.
25 ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორისაგან შემდგარი მორაგბეთა გუნდი საქართველოში რვადღიანი ვიზიტით იმყოფება. ბრიტანელმა მორაგბეებმა ამხანაგური მატჩი 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან მჯდომარე ფრენბურთშიც გამართეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების სარაგბო გუნდი ბრიტანელებთან მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 9 მაისს, ქალაქ გორში, ჯიქის სტადიონზე გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები