საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

  საკრებულოს უმცირესობის წევრების გამოუცხადებლობის გამო, სხდომა ჩაიშალა. სხდომაზე უმრავლესობის 15 დეპუტატი გამოცხადდა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, ისინი მივიდნენ, რათა კვორუმი შემდგარიყო, თუმცა უმცირესობის გამოუცხადებლობის გამო კვორუმი არ შედგა და შესაბამისად, სხდომა ჩაიშალა.
“მე მივიღე ორი წერილი, ერთი მერიისგან და ასევე – 17 დეპუტატისგან, რომლითაც ისინი დაუყოვნებლივ ითხოვდნენ საკრებულოს სხდომის დანიშვნას. მივიღე გადაწყვეტილება და, გონივრულ დროში, სხდომის დამთავრებიდან 2 საათში დავნიშნე რიგგარეშე სხდომა. ნაკლებად მაინტერესებს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახვლედიანის ბოდვა, მაგრამ ჩემს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რომ საკრებულოს უმცირესობის მოსვლა-არმოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ირაკლი აბესაძე ავრცელებს. ეს ადასტურებს, რომ უმცირესობა მერიიდან იმართება და ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი. ჩვენ ვიყავით მომზადებული და წარმოდგენილი გვქონდა ბიუჯეტის პროექტი”, – განაცხადა შიხიაშვილმა. საკრებულოს თავმჯდომარე კატეგორიულად მოითხოვს ორშაბათს თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის და საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის მისვლას საკრებულოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები