უწყებათშორისი სწავლება „ინფო 2017“ დაიწყო

ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ინფო 2017″ დაიწყო. სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელიც გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება, წელს უკვე მესამედ ტარდება.
სწავლების მონაწილეებს სიტყვით J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ მიმართა და წარმატება უსურვა. „ინფო 2017″-ის მონაწილეები შეიარაღებული ძალების მთავარმა მოძღვარმა, მამა დავით ლონდარიძემ დალოცა.
სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანი სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენელთა ჩართულობით, ჰიბრიდული ომის პირობებში საინფორმაციო ოპერაციების წარმოების პრინციპების და კოორდინაციის დახვეწაა.
„ინფო 2017″ სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2017″ მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სამსახურის, სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, კრიზისებისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ერთკვირიანი სწავლების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები