ჯასტინ ბიბერის სახლი გაჩხრიკეს

  ლოს – ანჯელესის პოლიციამ ახალგაზრდა კანადელი მომღერლის ჯასტინ ბიბერის სახლი გაჩხრიკა და ნარკოტიკის შენახვისათვის ერთ-ერთი მეგობარი დააკავა, რომლის ვინაობა უცნობია. ინციდენტის დროს, ჯასტინ ბიბერის გარდა, მის სახლში ათამდე პირი იმყოფებოდა. სამართალდამცველებს საჩივრით ჯასტინ ბიბერის მეზობელმა მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ მომღერალმა მის სახლს კვერცხები ესროლა.
მეზობლის თქმით, მომღერლის ქმედებების შედეგად, მას 400 დოლარის ზარალი მიადგა. სამართალდამცველებმა ჯასტინ ბიბერი უკვე დაჰკითხეს. თავად მომღერალს ან მის ოფიციალურ წარმომადგენელს ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. როგორც მომღერლის მიერ დაზარალებული მეზობელი ამბობს, ვანდალიზმის დროს ის აივანზე იმყოფებოდა და მან მომხდარი ვიდეოკამერით გადაიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები