ალექსანდრე ჯეჯელავა: სახალხო დამცველი თავის საქმეს აკეთებს

„სახალხო დამცველი თავის საქმეს აკეთებს და მეორე მხრივ, ყველა პუნქტში გაუმჯობესებული გვაქვს მდგომარეობა და ეს დასტურდება საერთაშორისო ანგარიშებით“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ომბუდსმენის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა თითოეული ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.

”პირველ რიგში, ვეყრდნობი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, მდგომარეობა თითოეული ამ მიმართულებით არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, წინა წლებთან შედარებით. პოლიციის მიერ ძალის გამოყენების ნაწილშიც გაუმჯობესებული ვითარება გვაქვს. პირადი ცხოვრების ჩანაწერების და მაკომპრომეტირებელი ჩანაწერების ნაწილშიც შედარებაც არ შეიძლება ამ მდგომარეობის ადრინდელ მდგომარეობასთან. სახალხო დამცველი თავის საქმეს აკეთებს და მეორე მხრივ, ყველა პუნქტში გაუმჯობესებული გვაქვს მდგომარეობა და ეს დასტურდება საერთაშორისო ანგარიშებით. სახალხო დამცველის მოსაზრება, პრინციპში, მისი მოსაზრებაა, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები თვლიან, რომ როგორც მედიის მიმართულებით, ასევე, პირადი თავისუფლების, ადამიანის უფლებების ყველა პუნქტში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა ბოლო წლების განმავლობაში”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ცნობისათვის, სახალხო დამცველი 2016 წლის ანგარიშის მოსმენას 11 აპრილიდან იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები