ალექსანდრე ჯეჯელავა: პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, დებატების გამართვის აუცილებლობას ვერ ვხედავ

„პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, დებატების გამართვის აუცილებლობას ვერ ვხედავ“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
ჯეჯელავას განმარტებით, პრეზიდენეტის გამოსვლას პარლამენტში პრემიერი და რამდენიმე მინისტრი დაესწრებიან, თუმცა მინისტრების შემადგენლობა, რომლებიც ქუთაისში გაემგზავრებიან, ჯერ კვლავ უცნობია.
”პრემიერი სხდომას დაესწრება რამდენიმე მინისტრთან ერთად. საბოლოოდ, ჯერ არ მოგვითათბირებია, კონკრეტულად ვინ დაესწრება, შეიძლება მეც ვიყო ამ შემადგენლობაში. რაც შეეხება დებატებს, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუმცა წინააღმდეგიც არ ვარ”, – განაცხადა ჯეჯელავამ.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 7 აპრილს მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები