შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის ცენტრს ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია (ვიდეო)

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრი რიჰარდს კოზლოვსკისი და ლატვიის სახელმწიფო საზღვრის უფროსი ნორმუნდს გარბარსი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კინოლოგიის ცენტრს ეწვივნენ. სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დათო ნიკოლეიშვილმა უმასპინძლა.
სტუმრებმა კინოლოგიის ცენტრი დაათვალიერეს, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით აშენდა და საჩვენებელ ვარჯიშსაც დაესწრნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
ორი დღის წინ, საქართველოსა და ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. შეთანხმების თანახმად, ორ ქვეყნას შორის სასაზღვრო სფეროში არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო მრავალმხრივი და მასშტაბური გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები