გიგლა ბარამიძე: ყველა დარჩენილი ხმა უნდა გადანაწილდეს ბარიერგადალახულ სუბიექტებზე

„დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე ხელისუფლების წინადადებას გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით, არ ეთანხმება. ბარამიძის განცხადებით, მანდატები ბარიერგადალახულ პოლიტიკურ სუბიექტებზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს, რადგან მისი თქმით, პარლამენტი ერთპარტიული არ უნდა იყოს. ბარამიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ „ეშმაკობას“ მიმართავს.
„ის, რომ მანდატები გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას უნდა დარჩეს, არასწორია. ყველა დარჩენილი ხმა უნდა გადანაწილდეს ბარიერგადალახულ სუბიექტებზე, რადგან არ მივიღოთ ერთპარტიული პარლამენტი. რაც შეეხება ბლოკებს, თვითონ „ქართული ოცნება“ ბლოკის სახით მოვიდა და რად უნდა ამ ბლოკების გაუქმება, ვერ ვიგებ. ბლოკები არის მაჩვენებელი პარტიების გაძლიერების ხელშეწყობის, ესე იგი უნდა დარჩეს ორი პარტია, რაც არასწორია. ხელისუფლება მიმართავს პოლიტიკურ „ეშმაკობას“. ჩვენ მივეცით ვადა ხელისუფლებას 15 აპრილამდე და თუ გაითვალისწინებენ, კარგი იქნება. არის რამდენიმე საინტერესო მოსაზრება, რასაც მხარს უჭერენ სხვა პოლიტიკური ძალებიც და ვფიქრობ, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი რამდენიმეთვიანი მუშაობა“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები