ხვალ, საქართველოს ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვევა

ხვალ, 30 მარტს, საქართველოს ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვევა, რომელსაც კომისიის მდივანი, თომას მარკერტი ხელმძღვანელობს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი თამარ ჩუგოშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდებიან (30 მარტი, 10:00 საათი. დავით აღმაშენებელის დარბაზი (B კორპ. II სართული).

ამავე დღეს, ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფი შეხვედრებს გამართავს სახელმწიფო საკონსტიტიციო კომისიის სამუშაო ჯგუფებთან: ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფთან; ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფთან; საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფთან; საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფთან.

ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: თომას მარკერტი, მაიკლ ფრედო, ნიკოს ალივიზატოსი, ჯოზეფ მარია კასტელა ენდრიუ და კაგა ტანიარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები