საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების 39-ე რაუნდთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“2017 წლის 28-29 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდი შედგა. გაიმართა ორი სამუშაოჯგუფის შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა დაცხინვალის რეგიონში – უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო დაღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან,რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილისამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთისავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციორეჟიმების წარმომადგენლები.

ორივე სამუშაო ჯგუფში შედგა არსებითი დისკუსია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

მონაწილეებმა საქართველოდან დააყენეს 9 აპრილის ე.წ. რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში და ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების 30 მარტს დაგეგმილი ხელმოწერა, რაც შეფასებულ იქნა, როგორც რეგიონის ანექსიისაკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯი. განხილულ იქნა ასევე რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ ს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების დამატებითი კომპლექსების შეტანა აფხაზეთის რეგიონში, ინტენსიური მილიტარიზაცია და სამხედრო წვრთნები ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც სრულად ეწინააღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

ინტენსიური განხილვა შედგა ძალის არგამოყენების საკითხთან დაკავშირებით. გაგრძელდა მუშაობა უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების პრინციპზე რუსეთის ფედერაციასთან შესათანხმებლად, რამაც უნდა უზრუნველყოს ძალის არგამოყენება ადგილზე.

მონაწილეებმა საქართველოდან დეტალურად ისაუბრეს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. განხილვის საგანს წარმოადგენდა ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აღმართული მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები, რაც შუაზე ყოფს ადგილობრივი მოსახლეობის კერძო საკუთრებასა და ოჯახებს. ხაზი გაესვა პრაგმატული გზების გამონახვის აუცილებლობას აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისათვის.

მონაწილეებმა საქართველოდან ისაუბრეს უკანონო დაკავებების მიუღებლობაზე, განსაკუთრებით ქალების, ბავშვებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების შემთხვევაში.

თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივი დაკავების აუცილებლობას.

ხაზი გაესვა მშობლიურ ენაზე განათლების მნიშვნელობას და აღინიშნა ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა.

მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ეკოლოგიურ გამოწვევებზე ერთობლივი ძალისხმევა და ისაუბრეს შემდგომი ნაბიჯების მიზანშეწონილობაზე.

აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობა და ვითარების გამოსწორებისთვის გზების დასახვის აუცილებლობა.

მონაწილეებმა საქართველოდან ხაზი გაუსვეს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთადაბრუნების საკითხის არსებითი განხილვის აუცილებლობას. ამ თემაზე საუბრისას რუსეთის ფედერაციისა დასაოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკებების დარბაზი, რითაც კიდევ ერთხელგამოავლინეს მოლაპარაკებების პროცესის მიმართ თავიანთი არაკონსტრუქციული დამოკიდებულება.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2017 წლის 20-21 ივნისს”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები