პრემიერი პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლას დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა გიორგი კვირკაშვილთან ამ თემაზე კაჭრეთში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს და წინასწარი შეთანხმებით, პრემიერ-მინისტრი 7 აპრილის პლენარულ სხდომაზე მივა.
რაც შეეხება პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენის ფორმატს, საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული იმ ფორმატის გამოყენებას გეგმავს, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის ანგარიშით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით მხოლოდ ფრაქციების თავმჯდომარეები გამოდიან. სავარაუდოდ, არ გაიმართება დებატები, რასაც საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს.
პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით 7 აპრილის პლენარულ სხდომაზე მოისმენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები