რიმა ბერაძე დავით ჭიჭინაძესთან და ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, საქართველოს პარლამენტის წევრთან – ისნის რაიონის მე-9 ოლქის მაჟორიტარ დეპუტატთან დავით ჭიჭინაძესთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად მოქალაქეებს შეხვდა.
მიღებაზე, რომელიც რიმა ბერაძის სამაჟორიტარო ბიუროში გაიმართა, სულ 45 მოქალაქეს მოუსმინეს, რომლებმაც დეპუტატს, ძირითადად, სოციალური, ინფრასტრუქტურული, დასაქმების, ჯანდაცვისა და მიწის ლეგალიზაციის მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარების თხოვნით მიმართეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბიუროში შესული განცხადებების ნაწილი ადგილზე დაკმაყოფილდა, ხოლო ნაწილზე კი, შუამდგომლობები მომზადდა და რეაგირებისთვის შესაბამის სამსახურებს გადაეგზავნათ.
რიმა ბერაძის თქმით, მოქალაქეთა პრობლემების გადასაწყვეტად, სწორედ კოორდინირებული მუშაობის გაძლიერებაა საჭირო.
როგორც დეპუტატებმა განაცხადეს, საკრებულო მოქალაქეებისთვის პრობლემების მოგვარების მიზნით სხვადასხვა უწყებებთან მუდმივად თანამშრომლობს.
მოქალაქეთა მიღებას, რომელიც, ტრადიციულად, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში ოთხშაბათობით იმართება, რიმა ბერაძის რაიონული ოფისისა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები