გაზარდე სესხის დამტკიცების შანსი

საკრედიტო პროდუქტებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ყოველდღიურად უამრავი მომხმარებელი ავსებს სესხის განაცხადს. კლიენტები თანხის მისაღებად მიმართავენ როგორც ფილიალებს, ასევე ონლაინ სივრცეს. გრძელვადიანი კრედიტის ასაღებად, გაცილებით ხანგრძლივი და დამღლელი პროცედურის გავლაა საჭირო: კომპანიაში მისვლა, რიგში დგომა, საჭირო ცნობებისა და დოკუმენტების შეგროვება. ცხოვრების სწრაფი ტემპის გამო, დრო სულ უფრო მეტად ფასობს. შესაბამისად, მომხმარებლები ისეთ პროდუქტებს ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც მეტი მოქნილობითა და კომფორტით გამოირჩევა.
ონლაინ სესხი მარტივი საშუალებაა თანხის სწრაფად მისაღებად. კლიენტი სასურველი კრედიტორის ვებგვერდზე ავსებს აპლიკაციას, სადაც უთითებს პირად მონაცემებს, ირჩევს თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას. კრედიტის მისაღებად 15 წუთშია საკმარისი, რაც ამარტივებს პრობლემის სწრაფად გადაჭრას. კომპანიებს ვებგვერდზე მოცემული აქვთ სესხის კალკულატორი, რაც ეფექტური საშუალებაა, ხარჯების წინასწარ გამოსათვლელად. საჭირო თანხის არჩევის შემდეგ მომხმარებელი ზუსტად იგებს თუ რამდენის გადახდა მოუწევს კონკრეტულ პერიოდში.
საფინანსო კომპანიებს თავისი მოთხოვნები აქვთ. რას ითხოვენ კრედიტორები და როგორ უნდა გაზარდოთ სესხის დამტკიცების შანსი?

  • საკრედიტო ისტორია – საკრედიტო ისტორია მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, დაგიმტკიცდებათ თუ არა სესხი. თუ თქვენ ოდესმე აგიღიათ კრედიტი, ეს იმას ნიშნავს, რომ გაქვთ საკრედიტო ისტორია და კრედიტინფო საქართველოს მონაცემებში თქვენ შესახებ ინახება ჩანაწერი. ის შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური. თუ დროულად დაფარეთ ვალდებულებები, თქვენ დადებითი საკრედიტო ისტორია გექნებათ, ხოლო თუ ვადაგადაცილებები გქონდათ – უარყოფითი. ნეგატიური საკრედიტო ჩანაწერი შემდგომში განსაზღვრავს თუ რამდენად დაგიმტკიცებენ სესხს, რადგან კომპანიები თავს არიდებენ ისეთი კლიენტებთან თანამშრომლობას, ვინც დროულად ვერ შეძლო ვალდებულებების გადახდა.
  • შემოსავლის ოდენობა – სესხის დამტკიცებისას დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რამდენს შეადგენს თქვენი შემოსავალი, რამდენი ხანია დასაქმებული ხართ, რამდენად სტაბილური სამსახური გაქვთ. ზოგიერთი ბანკი ითხოვს 6 თვის ჩარიცხვებს ანგარიშზე. შესაძლოა თქვენ გაცილებით მეტ თანხას მოითხოვთ, ვიდრე გადახდა შეგიძლიათ. კომპანიები ითვალისწინებენ თქვენს შესაძლებლობებს, ხარჯის ოდენობას, სხვა ვალდებულებებს და ამტკიცებენ იმ რაოდენობის სესხს, რისი გადახდის რესურსიც გაგაჩნიათ.
  • მიმდინარე ვალდებულება – კომპანიები სესხის დამტკიცებისას ამოწმებენ თქვენს მიმდინარე ვალდებულებას. თუ სხვა კრედიტორთანაც გაქვთ სესხი აღებული და გადასახადი თანხის ოდენობა აჭარბებს თქვენს შესაძლებლობას, სავარაუდოდ კრედიტს არ დაგიმტკიცებენ.

აღნიშნული ფაქტორები დაგეხმარებათ მიხვდეთ თუ რატომ შეიძლება გითხრან უარი სესხის დამტკიცებაზე. თუმცა უმჯობესია, თუკი კრედიტი არ დაგიმტკიცდათ მიმართოთ საკრედიტო ექსპერტს, უფრო დეტალურად გაარკვიოთ მიზეზი და იზრუნოთ პრობლემური საკითხების გამოსწორებაზე.
ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არ გასცემს სესხს იმ პირებზე, ვისაც არ აქვს შემოსავალი ან ცუდი საკრედიტო ისტორია აქვს, თუმცა არსებობს სესხის ტიპები, რომლის მისაღებადაც არ არის საჭირო რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილება. სწრაფი ონლაინ სესხების შემთხვევაში საქმე გაცილებით მარტივადაა. საჭირო თანხის მიღება თქვენ გაცილებით მარტივად, ნაკლები პროცედურის გავლით შეგიძლიათ. სასურველი კომპანიის ვებგვერდზე შეავსეთ განაცხადი, მიუთითეთ პირადი ინფორმაცია და დაელოდეთ თანხის დარიცხვას. თქვენ არ მოგიწევთ ფილიალში მისვლა, რაც დაგეხმარებათ მარტივად მიიღოთ თანხა და მოაგვაროთ ფინანსური პრობლემა.
ნეგატიური საკრედიტო ისტორიის დროს ან მიმდინარე ვალდებულებისას თანხის სესხებისას გაითვალისწინეთ თქვენი რესურსი, დაფიქრდით რამდენად გექნებათ შესაბამისი ფინანსური მდგომარეობა ახალი სესხის დასაფარად. გახსოვდეთ, რომ თანხის დაგვიანებით გადახდა ან გადაუხდელობა უარყოფითად აისახება თქვენს საკრედიტო ისტორიაზე, რაც მომავალში პრობლემას შეგიქმნით საკრედიტო კომპანიებთან თანამშრომლობაში. კომპანიების ნაწილში შესაძლებელია გადავადების მომსახურებით სარგებლობა, რაც კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ მოგვიანებით დაფაროთ თანხა, თუმცა ამაში იხდით საკომისიოს, რითაც არ იფარება კრედიტი. მეორეს მხრივ, გადავადების სერვისით სარგებლობით ინარჩუნებთ დადებით საკრედიტო ისტორიას. ამას კი აუცილებლად გაითვალისწინებენ საკრედიტო კომპანიები მომავალში სესხის დამტკიცებისას.
თუ სესხის დამტკიცებაზე უარი მიიღეთ, გაარკვიეთ მიზეზი. იზრუნეთ პრობლემური საკითხების გამოსწორებაზე. გახსოვდეთ, რომ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გააუმჯობესოთ საკრედიტო ისტორია და გაზარდოთ სესხის მიღების შანსი.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები