“აუდიტის სამსახურის დასკვნაში არ იკვეთება ის, რომ ირაკლი შიხიაშვილის საქმე პროკურატურაშია გადამისამართებული”

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი დირექტორის, ირაკლი შიხიაშვილის მოადგილე ზაზა მესხის განცხადებით, აუდიტის სამსახურის დასკვნაში არ იკვეთება ის, რომ საქმე პროკურატურაშია გადამისამართებული. ამის შესახებ ზაზა მესხმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ბრალდებები, რომ თითქოს ირაკლი შიხიაშვილმა ვეტერანების პერსონალური მონაცემები უცხო ქვეყნების სამსახურებს გადასცა, ირაკლი შიხიაშვილის პიროვნების დისკრედიტაციას ემსახურება და მსგავსი ბრალდებები ჩრდილს აყენებს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს და მთლიანად ვეტერანებს.
„ჩემთვის, ზოგადად, გაუგებარი გახდა, რატომ მოხდა ზოგიერთი მედიასაშუალებების მხრიდან აპელირება იმაზე, რომ აღნიშნული საქმე გადამისამართებულია პროკურატურაში, რეკომენდაციაშიც კი მსგავსი არაფერია მითითებული და ამაზე პროკურატურას განცხადება არც დაუანონსებია და პირადი მოკითხვით არ დაადასტურა პროკურატურამ. მოგეხსენებათ, რომ აუდიტის სამსახურის დღევანდელი ხელმძღვანელობის უმრავლესობა “ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ ჩინოვნიკებს წარმოადგენენ. ალბათ იცით, რომ ირაკლი შიხიაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან მკვეთრ დაპირისპირებაში და როგორც სჩვეოდა და სჩვევია „ნაციონალურ მოძრაობას“, ფეხქვეშ იქნა გათელილი როგორც ვეტერანების ხვალინდელი დღე, ასევე, სახელმწიფოს პოლიტიკა ვეტერანების მიმართ. აღნიშნული საკითხი პერსონაზე გადაიყვანეს და ხდება საკითხის მიზანმიმართული პროვოცირება და იმის წარმოჩენა, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელობა თითქოსდა, დაკავებული იყო არამიზნობრივი საქმიანობით, რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის“, – განაცხადა ზაზა მესხმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები