გიორგი კვირიკაშვილმა, ახალგაზრდებთან ერთად, ბრიუსელის ქუჩებში გაისეირნა (ფოტო)

ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს საქართველოს დელეგაციის წევრ ახალგაზრდებთან ერთად, ბრიუსელის ქუჩებში, ქალაქის ისტორიულ ნაწილში გაისეირნა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საერთაშორისო განათლების ცენტრის სტიპენდიანტები, “სტარტაპ საქართველოს” მიერ დაფინანსებული ბენეფიციარები, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულების წარმატებული სტუდენტები, სახელმწიფო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაფინასებული ახალგაზრდები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე წარმატებული სტუდენტები, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები.
ახალგაზრდებმა, პრემიერთან საუბრისას, აღნიშნეს, რომ მათი უმეტესობა პირველად იმყოფება ევროპაში და სასიხარულოა, რომ პირველი მოგზაურობა ამ ისტორიულ მოვლენას დაემთხვა.
ახალგაზრდების ჯგუფს ბელგიის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც შეუერთდნენ. სტუდენტებმა პრემიერთან  სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები