ბათუმის სკოლაში მშობელი მეორეკლასელი შვილის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდა

ბათუმის მე-15 საჯარო სკოლაში მშობელი მეორეკლასელ ბავშვს ფიზიკურად გაუსწორდა. მიზეზი კი თანაკლასელებს შორის მომხდარი დაპირისპირება გახდა. ინციდენტი გუშინ მოხდა.
როგორც სკოლის დირექტორი – ნინო მოდებაძე აცხადებს, მშობელი შვილის პარალელური კლასის მოსწავლეს ფიზიკურად ერთხელ შეეხო.
დირექტორის განმარტებით, ინციდენტის შესახებ განათლების სამინისტროსა და დაზარალებულის მშობელს შეატყობინა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები