ჟან-კლოდ იუნკერი: ეს მიღწევა საქართველოს, მისი მთავრობისა და ქართველი ხალხის დამსახურებაა

დღეს არის დიდი წარმატების დასაწყისი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟან-კლოდ იუნკერის შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატება საქართველოსა და ევროკავშირის საერთო ძალისხმევის შედეგია.
“ბატონო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ბრიუსელში ამ დღეს, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირში იმოგზაურონ უვიზოდ და დარჩნენ აქ 90 დღის გამავლობაში, როგორც ტურისტები, ასევე მოინახულონ თავიანთი ოჯახის წევრები, დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები. 2012 წელს ჩვენ ამ გზაზე დავდექით. ჩვენ მკაცრი სამოქმედო გეგმა გვქონდა. ჩვენ საქართველოს მხარს ვუჭერდით ამ გზის თითოეულ ეტაპზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს, მისი მთავრობისა და ქართველი ხალხის დამსახურებაა ეს მიღწევა, რომლებმაც დიდი სამუშაო შეასრულეს. დღეს საქართველოს დიდი წარმატების ისტორიის დასაწყისია. ყოველივე ეს შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიერ ამბიციური რეფორმების განხორციელების წყალობით,” – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები