მსოფლიო ლიდერები დიდ ბრიტანეთს სოლიდარობას უცხადებენ

დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებმა დიდ ბრიტანეთს ოთხშაბათს მომხდარი ტერაქტის გამო სოლიდარობა გამოუცხადეს. ამის შესახებ „ბი- ბი სი“ იუწყება.
პარიზში ღამით ეიფელის კოშკზე განათება ჩააქრეს. ლონდონში დაშავებულთა შორის ფრანგი მოსწავლეებიც იყვნენ.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, „ფრანგებს კარგად ესმით თუ რას გრძნობენ ახლა ბრიტანელები“. პარიზში და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში 2015-2016 წლებში მასშტაბური ტერორისტული თავდასხმები მოხდა, მათ შორის ყველაზე გახმაურებული იყო პარიზში და ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტები.
დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმაც გამოუცხადა. მან განაცხადა, რომ „გერმანელები ამ მძიმე ჟამს ბრიტანელების გვერდით არიან“.
“ტერორისტული აქტის განხორციელების ადგილი შემთხვევითი არ იყო”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ გუშინ ლონდონში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით.
თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ თავდასხმის ადგილი შემთხვევით შერჩეული არ ყოფილა.
„ტერორისტებმა დარტყმის განხორციელების ადგილად შეარჩიეს ჩვენი დედაქალაქის შუაგული, სადაც ყველა ეროვნების, რელიგიისა და კულტურის ხალხი ერთად ზეიმობს თავისუფლების, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ღირებულებებს“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.
ცნობისთვის, ლონდონში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები