ბრიტანეთის პარლამენტთან მომხდარი მთავრობამ ტერაქტად შეაფასა – პარლამენტიდან პრემიერ-მინისტრის ევაკუაცია მოხდა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან დღეს მომხდარი სროლის დროს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა შეწყდა და პარლამენტის შენობიდან პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის ევაკუაცია მოხდა.ბრიტანეთის პარლამენტთან მომხდარი მთავრობამ ტერაქტად შეაფასა. ბოლო ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა, მათ შორის ერთი სამართალდამცველი. ერთ-ერთი დაღუპული ტერორისტია, რომელიც პოლიციამ მოკლა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტის შენობასთან მყოფ პოლიციელებზე თავდასხმის პარალელურად ვესტმინსტერის ხიდზე ავტომობილმა რამდენიმე გამვლელი გაიტანა, ხოლო შემდეგ პოლიციის ღობეს შეეჯახა. ჯერჯერობით უცნობია, ეს ერთი და იგივე პირია, თუ თავდამსხმელი ორი იყო.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან სროლიდან რამდენიმე წუთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენები დაეშვნენ, რომლებმაც დაჭრილებს დახმარება აღმოუჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები