საფრანგეთის შს მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საფრანგეთის შს მინისტრმა, ბრიუნო ლე რუმ თანამდებობა დატოვა. მინისტრის გარშემო ბოლო პერიოდში კორუფციული სკანდალი აგორდა. ის ეჭვმიტანილია იმაში, რომ თავისი შვილები საფრანგეთის პარლამენტში მაღალანაზღაურებად ხელფასზე სამუშაოდ მოაწყო.
გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების კომენტირებისას, ლე რუმ განაცხადა, რომ მას არ სურს, რომ გამოძიებამ უწყების და მთავრობის მუშაობა შეაფერხოს.
ამჟამად შს მინისტრის უფლებამოსილებას მატიას ფეკლი ასრულებს, რომელიც მანამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.
ლა რუ არ უარყოფდა იმ ფაქტს, რომ მისი ქალიშვილები პარლამენტში მუშაობდნენ, თუმცა აცხადებდა, რომ ეს კანონით აკრძალული არ არის. ამ საქმისადმი დიდი საზოგადოებრივი ყურადღების გამო, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები