ბოლო რამდენიმე თვეში მოსული 400 ათასმა ადამიანმა დატოვა

ერაყის ქალაქ მოსულზე შეტევის დაწყების შემდეგ ეს დასახლებული პუნქტი 400 ათასმა ადამიანმა დატოვა. „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“  მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო.
ერაყის ხელისუფლების ინფორმაციით, მხოლოდ დასავლეთ მოსულიდან იქ მიმდინარე წლის თებერვალში ოპერაციის დაწყების შემდეგ 180 ათასი ადამიანი გაიქცა. მოსულის აღმოსავლეთი ნაწილი სამთავრობო ძალებმა მიმდინარე წლის იანვარში აიღეს.
ერაყული მედიის ცნობით, 2014 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ერაყში „ისლამური სახელმწიფო“ გამოჩნდა, საკუთარი საცხოვრებელი 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები