სსრკ-ში დაბადებულები რუსეთის მოქალაქის სტატუსს იოლად მიიღებენ – დუმამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

რუსეთის სახელმწიფო დუმის ეროვნებების საკითხებში კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, იმ ადამიანებს, ვინც საბჭოთა კავშირში დაიბადა და ვინც რუსული ენა იცის, რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაუადვილდებათ. ეს ეხება სსრკ-ს ყოფილ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში 2002 წლის 1 ნოემბრამდე ჩავიდნენ და არა აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
კანონპროექტის მიხედვით, გამარტივებული გზით მოქალაქეობას არა მარტო ყოფილ სსრკ-ში დაბადებული ადამიანები, არამედ მათი შთამომავლები და ახლო ნათესავებიც მიიღებენ. კანონპროექტის ავტორია რუსეთის სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კონსტანტინ ზატულინი.
კანონპროექტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მოქალაქეობის მიღების მსურველ პირს არ დაევალება იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა, სადაც ის მანამდე ცხოვრობდა.
კანონის მიღებას მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები