ტრამპი ბრიუსელში, ნატოს სამიტს დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტზე გაემგზავრება, რომელიც 25 მაისს ჩატარდება. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
„პრეზიდენტი შეხვდება თავის პარტნიორებს, ის დაადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას ალიანსისადმი, ასევე, ნატოსთვის კრიტიკულ საკითხებს განიხილავს“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, შონ სპაისერმა.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპი 12 აპრილს ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება და მასთან ნაციონალური და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს.
ტრამპის მიერ ნატოს სამიტზე დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას არ დაესწრება. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტილერსონი მოსკოვში ვიზიტით ჩასვლას გეგმავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები