ტილერსონი მოუწოდებს სენატს ნატოში მონტენეგროს გაწევრიანების რეზოლუცია მიიღოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა მოუწოდა სენატს, რომ ნატოში ჩერნოგორიის გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღოს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ტილერსონმა ნატოს შესაბამისი წერილი გაუგზავნა. მისი აზრით, ნატოში მონტენეგროს მიღება ხელს შეუწყობს ამ ქვეყანაში რეფორმების გაგრძელებას, ასევე, მის უსაფრთხოებას და დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
ნატოში მონტენეგროს გაწევრიანებას მოსკოვი ეწინააღმდეგება. ამ ქვეყანაში ოპოზიცია ალიანსში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები