ასპირანტს, რომელმაც უკრაინის დროშა გამოფინა, მოსკოვში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტის ასპირანტმა განაცხადა, რომ ის მოსკოვში დააკავეს და სცემეს. მან უნივერსიტეტის შენობიდან უკრაინის სახელმწიფო დროშა გამოფინა. მამაკაცმა განაცხადა, რომ მას სტუდენტებისა და ასპირანტების ყოფითი პირობებისადმი ყურადღების მიქცევა სურდა, ვინაიდან „საერთო საცხოვრებელში გაუსაძლისი პირობებია, იქ ტარაკნები და სხვა მწერებია“.
ცნობისთვის, 18 მარტს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ შენობასთან ფესტივალი „გაზაფხული” გაიმართა, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შესვლის მესამე წლისთავთან იყო დაკავშირებული. პარალელურად მოსკოვში საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელთა მონაწილეებმა რუსეთის ხელისუფლება უკრაინის ტერიტორიის ანექსიაში დაადანაშაულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები