სირიაში ამბოხებულებმა დამასკოში მეორე ძლიერი შეტევა დაიწყეს

 სირიის ოპოზიციურმა ქვედანაყოფებმა ქვეყნის დედაქალაქ დამასკოში სამი დღის განმავლობაში მეორე ძლიერი შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება.
დამკვირვებლების განცხადებით, ეს ამ მასშტაბის პირველი შეტევაა, რომელიც ოპოზიციურმა ქვედანაყოფებმა სირიის დედაქალაქში განახორციელეს. რადენიმე დღის წინ განხორციელებული შეტევის შედეგად, ამბოხებულებმა დამასკოს რაიონი ჯობარი დაიკავეს, საიდანაც დამასკოს საცხოვრებელ ზონაზე შეტევების განხორციელებას შეძლებენ. საერთო ჯამში, ქალაქის ცენტრის მიმართულებით, ოპოზიციურმა ქვედანაყოფებმა 12 რაკეტა გაუშვეს.
სირიის ხელისუფლების ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაშავებულები. ექსპერტების აზრით, ოპოზიციურმა ქვედანაყოფებმა, რომლებსაც სირიის ხელისუფლებასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერიათ, ეს შეტევა იმისთვის დაიწყეს, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა ქვეყნის სხვა რაიონებზე კონტროლის დამყარება ვერ შეძლონ, რომლებსაც ამჟამად ოპოზიცია აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები