საბერძნეთის პოლიციამ 8 ამანათი აღმოაჩინა, რომლებშიც ასაფეთქებელი მოწყობილობები იდო

 საბერძნეთის პოლიციამ 8 ამანათი აღმოაჩინა, რომლებშიც ასაფეთქებელი მოწყობილობები იდო და რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში გასაგზავნად იყო გამზადებული.
ამის შესახებ „ანადოლუ” იუწყება. ეს ამანათები იმ ამანათების იდენტური იყო, რომლებიც გასულ კვირას გერმანიაში, ფინანსთა სამინისტროს შენობაში და პარიზში საერთაშორისო სავალუტო ფონდში იყო გაგზავნილი. ერთ-ერთი ამანათი აფეთქდა, რის შედეგადაც ადამიანი დაიჭრა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ბერძნულმა მემარცხენე დაჯგუფებამ, „ცეცხლიანმა შეთქმულებამ“ აიღო. 8 ამანათის ადრესატს, სადაც მათი გაგზავნა იგეგმებოდა, საბერძნეთის პოლიცია არ ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები