ერდოღანი თურქეთის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ „ფაშისტურ ევროპას პასუხი გასცეს“

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი უფლებამოსილების საკითხზე რეფერენდუმი „ფაშისტური და სასტიკი ევროპისთვის საუკეთესო პასუხი“ იქნება. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
„ეს არის ისეთივე ევროპა, როგორიც ის მეორე მსოფლიო ომამდე იყო – ის არის რასისტული, ფაშისტური, სასტიკი, ანტიისლამური და ანტითურქული ევროპა“,  – განაცხადა ერდოღანმა ანკარაში გამართულ მიტინგზე.
თურქეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც ევროპის რამდენიმე ქვეყანამ თურქ პოლიტიკოსებს იქ ჩასვლა აუკრძალა. ეს ადამიანების რეფერენდუმის წინ ევროპის რამდენიმე ქალაქში თურქული დიასპორისთვის მიტინგების ჩატარებას გეგმავდნენ. ამის შემდეგ, ერდოღანმა ჰოლანდიის ხელისუფლება ფაშიზმში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები