აშშ-ის კანზასის შტატში ძლიერი ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ (ვიდეო)

აშშ-ის კანზასის შტატში ხანძარმა ერთი კვარტალი მთლიანად გაანადგურა. ცეცხლთან ბრძოლის დროს სამი მეხანძრე დაშავდა. ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი  უშლის ხელს.
ხანძრის ჩაქრობაში ავიაციაც მონაწილეობს. თვითმხილველების თქმით, ხანძრის გაჩენამდე, აფეთქება მოხდა, თუმცა მისი მიზეზები უცნობია.
ცეცხლმა 12 დასახლებული შენობა გაანადგურა, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. შტატის ხელისუფლებამ სხვა შტატებს დახმარებისთვის მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები