ივანკა ტრამპს თეთრ სახლში საკუთარი კაბინეტი ექნება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფროს ქალიშვილს ივანკა ტრამპს თეთრ სახლში საკუთარი სამუშაო კაბინეტი ექნება. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამასთან, ივანკა ტრამპს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალურად არანაირი თანამდებობა არ უჭირავს.
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილს ექნება წვდომა საიდუმლო ინფორმაციისადმი და ის, ფაქტობრივად, ტრამპის მრჩეველი იქნება. „ივანკა ტრამპი დონალდ ტრამპის თვალები და ყურები იქნება“ – აცხადებს ივანკას იურისტი ჯეიმი ჰორელიკი.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ივანკა ტრამპის კაბინეტი ოვალური დარბაზის მახლობლად განთავსდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები