აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აპრილში მოსკოვში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი აპრილში მოსკოვში ჩავა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. ვიზიტის სავარაუდო თარიღად სააგენტო 12 აპრილს ასახელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს.
„ჩვენ ასეთ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ვფლობთ“, – განუცხადეს ტილერსონის უწყებაში სააგენტო „ტასს“.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რექს ტილერსონი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში არ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 5-6 აპრილს ბრიუსელში გაიმართება. ის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და ჩინეთის ლიდერის, სი ცზინპინის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები