მარიუპოლის მახლობლად პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლი გაუხსნეს

აღმოსავლეთ უკრაინაში, მარიუპოლის მახლობლად პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ სააგენტო “უნიანი” იუწყება.
უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, ცეცხლი ტანკებიდან, არტილერიიდან და ზალპური სისტემის დანადგარებიდან გაიხსნა. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები იუწყებიან, რომ „მდგომარეობა ძალზე სერიოზულია“.
დაბომბვის შედეგად, რამდენიმე უკრაინელი სამხედრო დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები