„ბრექსიტის“ პროცედურა 29 მარტს ამოქმედდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი „ბრექსიტის“ ანუ ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის პროცედურას 29 მარტს აამოქმედებს.
ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
ტერეზა მეიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შესაბამისი წერილი უნდა გაუგზავნოს, თუმცა როდის მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია.
ევროკავშირიდან გავლის გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 2016 წლის ივნისში ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით მიიღო. ამ ორგანიზაციიდან გასვლას 2 წელი დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები