საფრანგეთის ფინანსური პროკურატურის შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა

პარიზის ცენტრში მდებარე ფინანსური პროკურატურის შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ სააგენტო “ფრანს პრესის“ იუწყება. ევაკუაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც პოლიციაში უცნობმა პირმა დარეკა და შენობაში ბომბის არსებობის შესახებ განაცხადა.
ამჟამად შენობაში გამნაღმველები ბომბს ეძებენ. ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები