ბრაზილიაში ყვითელი ციებ-ცხელებით 137 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში ყვითელი ციებ-ცხელებით დაავადებული 137 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეტედ პრესი“ იუწყება. ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საშიში ვირუსით საერთო ჯამში, 424 ადამიანი დაავადდა, მათგან მესამედზე მეტი გარდაიცვალა.
ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა მინას-ჟერაისის და ესპირიტუ-სანტუს შტატებში დაფიქსირდა. დიდ ქალაქებში მისი გავრცელება დროზე ჩატარებულმა ვაქცინაციამ შეაჩერა.
ყვითელი ციებ-ცხელება – მძიმე ვირუსული დაავადებაა. ის მაღალ სიცხეს, თავის და კუნთების ტკივილს, ასევე მადის დაკარგვას და გულისრევას იწვევს.
სახიფათო ვირუსის გავრცელების გამო, ბრაზილიაში 20 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები